საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თემატური სამუშაო ჯგუფები მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად

 

17 ივნისს კიდევ ერთი საჯარო შეხვედრა შედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, პროფესურასა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის.

 

შეხვედრაზე დიალოგის რეჟიმში განიხილეს სტუდენტური ჯგუფის ოთხი ძირითადი მოთხოვნა: სტუდენტური საერთო საცხოვრებლების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, რექტორის არჩევის წესისა და ფინალური გამოცდების შესახებ. ამათგან პირველ სამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ განიხილონ აქტუალური თემები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.

 

თემატური ჯგუფების მუშაობაში ჩართვა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. ჯგუფების შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად იქნებიან როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციის, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც.

 

უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება. გამოცდები დაიწყება 20 ივნისს სამივე საგამოცდო ცენტრში როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

 

ვითვალისწინებთ, რომ ფინალური გამოცდების მიმდინარეობისას სტუდენტებს რთული სამუშაო/საგამოცდო გრაფიკი აქვთ, შესაბამისად, თემატური შეხვედრები ჩაინიშნა 19:00 საათზე შემდეგი განრიგით:

 

21 ივნისი, 19:00 საათი - სტუდენტური საერთო საცხოვრებლები;

23 ივნისი, 19:00 - უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა;                 

24 ივნისი, 19:00 - რექტორის არჩევის წესი;

27 ივნისი, 19:00 - ეთიკის საბჭოსთან შეხვედრა.

 

ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტები კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებენ თემატურ ჯგუფებთან შეხვედრას, მოვუწოდებთ მათ, რომ აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი კი, თავის მხრივ, მზადაა უზრუნველყოს თითოეული თემატური ჯგუფის შეუფერხებელი მუშაობა.

თარიღი: 18/06/1999