საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის კონსორციუმი

2021 წელს პირველად შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის კონსორციუმი, რათა ავსტრიასა და საქართველოში კოვიდით შექმნილ ახალ, რთულ რეალობაში ხელი შეუწყონ მთის მიმართულებების მედეგობის პარადიგმის ჩამოყალიბებას. 
 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის ახალგაზრდა და უკვე, აღიარებული პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა კვლევითმა ჯგუფმა მაღალკონკურენტულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა კონტრიბუცია შეიტანონ მთიანი დასახლებებისა და მათი მოსახლეობის კეთილდღეობაში.
 

გუნდის წევრის, თსუ ახალგაზრდა მეცნიერისა და ციურიხის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარის გვანცა სალუქვაძის თქმით, პროექტის “ReMoDe: მზადება ქვეყნებს შორის კვლევითი პარტნიორობისთვის: მთის მიმართულებების მედეგობის გაძლიერება ალპებში და კავკასიაში” ფარგლებში პარტნიორობის მიზანია გააძლიეროს აკადემიის როლი სოციალურ გამოწვევებთან გამკლავებაში და ხელი შეუწყოს მდგრადი ტურიზმის განვითარებას მთიან რეგიონებში. პროექტის კონცეფცია განსაკუთრებით აქტუალურია განათლება მდგრადი განვითარებისათვის (Education for Sustainable Development) დასახულ გლობალურ სამოქმედო პროგრამაში (Global Action Programme), რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარებისკენ პროგრესის დაჩქარებისას.

 

გვანცა სალუქვაძე აღნიშნავს,რომ  კოლაბორაციის ფარგლებში, ორივე უნივერსიტეტის კვლევით მიმართულებებს შორის და სხვა დაწესებულებებთან მიმართებით ცოდნის ტრანსფერი იქნება პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი. კავკასიის რეგიონი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბდა, ინსბრუკის უნივერსიტეტისათვის წარმოადგენს ცოდნის დივერსიფიკაციის, კვლევითი სფეროსა და არეალის გაფართოებისა და ახალი, აკადემიური ინტერაქციების დამყარების უნიკალურ შემთხვევას. თუმცა, რა თქმა უნდა პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული კოლაბორაციის ფოკუსი მთიან დასახლებებში მდგრადობის მეცნიერებაზე დაფუძნებული კვლევის განხორციელება ორივე ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარეობს.
 

ინსბრუკის უნივერსიტეტს, აქვს მრავალწლიანი კვლევითი გამოცდილება იმ სფეროებში, რომლებიც ძალიან სასარგებლოა საქართველოსთვის: (i) დანიშნულების ადგილის მედეგობა; (ii) მდგრადი ტურიზმის განვითარება; (iii) კლიმატის შერბილება; (iv) მეწარმეობა, ინოვაცია და საოჯახი ბიზნესი ტურიზმში, (v) ტურიზმის დაინტერესებული მხარეების ანალიზი და ამ სფეროების ინსტიტუციონალიზაცია კვლევითი და უმაღლესი განათლების პროგრამებში.
 

მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ, სამომავლო აკადემიური პარტნიორობის ჩარჩო აქცენტირებული იქნება წვლილი შეიტანოს ეროვნული სამოქმედო სტრატეგიებში მთაში ტურიზმის განვითარების მედეგობის შესახებ ემპირიული ცოდნის გენერირებით. 
 

პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ „ეფიარ“ APPEAR პროგრამის ფარგლებში. მოსამზადებელი დაფინანსების ძირითადი არსია კავკასიისა და ალპური რეგიონების ინსტიტუტების გაერთიანება ინსბრუკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსოლიდაციით. პარტნიორობა შექმნის პრეცენდენტს ინსბრუკსა და თსუ-ს უნივერისტეტებში, რომ გაერთიანდნენ ორივე ქვეყანაში მთის მიმართულბების მედეგობის შესწავლისათვის.

თარიღი: 24/05/2022