საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამძიმარი კარლის უნივერსიტეტს

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ დაშავებულან.

 

კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს პარტნიორ უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მომხდარი ტრაგედიის გამო.

 

მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე თსუ რექტორი ჯაბა სამუშია აქტიურად ჩაერთო საკითხის გარკვევაში. ჯაბა სამუშიას დავალებით თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი დაუკავშირდა კარლის უნივერსიტეტში ორმაგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაგზავნილ თსუ-ს სამივე სტუდენტს. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინფორმაციით, თსუ-ს სტუდენტები კარლის უნივერსიტეტში მომხდარის შედეგად არ დაშავებულან, სროლის დროს ისინი უნივერსიტეტის სხვა კამპუსში იმყოფებოდნენ. თსუ სტუდენტები ამჟამად უსაფრთხოდ არიან.

თარიღი: 22/12/2023