საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის პასუხობდა და პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!

თსუ არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი!

იმედი გვაქვს, რომ საქართველო წარმატებით გადადგამს ნაბიჯებს ევროინტეგრაციისკენ და გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

 ევროპაში ინტეგრაცია შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას − ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას, განათლების ევროპული სტანდარტებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალსახად გმობს ყოველგვარ ძალადობას, აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. სწორედ ევროპული ღირებულებებია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს სცემს სტუდენტთა აზრის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას, იცავს მათ ინტერესებს, ამასთან უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო გარემოს.

 განათლებით, ერთობითა და ურთიერთპატივისცემით შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას − ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას!

თარიღი: 03/12/2024