საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის ამერიკული კუთხის პროექტი - "ახალგაზრდები კარგი მმართველობისთვის"

ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე იწყებს ახალ, ინოვაციურ პროექტს -"ახალგაზრდები კარგი მმართველობისთვის".

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ბაკალავრიატის საფეხურის მე-3, მე-4 კურსისა და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. 

პროექტის მიზანია: "კარგი მმართველობის" პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა სახელმწიფოს მმართველობით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, რაც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისთვის. პროექტი ახალგაზდრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ახლოს გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას და ითანამშრომლონ მათთან სხვადასხვა ინიციატივის რეალიზებისთვის.


პროექტი განხორციელდება ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ბაზაზე (ფიზიკურ სივრცეში). ის მოიცავს, როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, პრაქტიკულ აქტივობებს. მათ შორის, ფოკუს-ჯგუფის ფორმატში მუშაობას, დისკუსიებს, სასწავლო ვიზიტებს, სამუშაო შეხვედრებს დარგის ექსპერტებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას.

 

პროექტის ფარგლებში, შეიქმნება დარგობრივი/თემატური ჯგუფები შემდეგი მიმართულებებით: 

  • საქართველოს საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი; 
  • გარემოსდაცვითი მმართველობის სამუშაო ჯგუფი; 
  • ჯანდაცვის სისტემის მართვის სამუშაო ჯგუფი; 
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სამუშაო ჯგუფი. 

 

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც სწავლების მიმართულების (პროფესიული მიმართულება) მიხედვით შეესაბამებიან სამუშაო ჯგუფის პროფილს.

 

პროექტში მონაწილეობა უფასოა. 

 

რეგისტრაცია გრძელდება 19 სექტემბრის ჩათვლით!

 

აპლიკაციის ბმული: https://forms.gle/CztMUHM36394iTLW8

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:
ელ-ფოსტა: tbilisi.ac@gmail.com 
ტელ: 032 292 02 20

 

თარიღი: 14/09/2022