საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროსთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეები ითანამშრომლებენ უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სამაგისტრო პროგრამის - „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა, მიგრაციები“ - წარმატებით განსახორციელებლად.

პროგრამა საქართველოში ერთადერთი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მქონე პროფესიონალ დემოგრაფთა აღზრდას.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, რექტორის მოადგილეები კახაბერ ჭეიშვილი, ერეკლე ასტახიშვილი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ.

თარიღი: 09/08/2024