საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ფილიალთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელმა ანდრეას ჰილგერმა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივი ინტერესის სფეროებში ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კვლევების ხელშეწყობას, ცოდნის გაზიარების წახალისებას ლექციების, კონფერენციების, სემინარებისა თუ სიმპოზიუმების საშუალებით, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და კორპუსების გამოცემის მხარდაჭერას, სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელებას.

 შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე, აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. 

თარიღი: 29/03/2024