თსუ-ს და იასის პეტრე ანდრეის (რუმინეთი) უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რუმინული დელეგაცია რექტორის სორინ ბოკანჩას ხელმძღვანელობით ეწვია თსუ-ს.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილეები ერეკლე ასტახიშვილი და კახაბერ ჭეიშვილი.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მას არაერთხელ მოუწია ქალაქ იასიში ყოფნა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ქართველი პოეტი ბესიკი სწორედ იქ განისვენებს.
რექტორმა ხაზი გაუსვა თსუ-ისთვის საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას, ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებსა და ორმაგ დიპლომებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებებით.
ღონისძიება გაიმართა რუმინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.