საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბებს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბების ერთობლივი ორგანიზებითა და თსუ რექტორის, აკადემიკოსის ჯაბა სამუშიას ჩართულობით, ქუთაისში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური კლუბების „ილია“, „დავითი“ და „პოლიტიკური სკოლის“ დამფუძნებლებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კლუბის წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ფარგლებში რეგიონის ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება.

 

 ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს ქუთაისში არსებული  ისტორიული ძეგლები, მათ შორის, გელათის და ბაგრატის ტაძრები დაათვალიერებინა. სტუდენტები ასევე ესტუმრნენ თსუ პროფესიული მომზადების ცენტრის ქუთაისის ფილიალს.

თარიღი: 25/12/2023