საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს ნორმატიული აქტების ტექსტების ბეჭდურ ვერსიებზე წვდომის უკეთესი შესაძლებლობა ექნებათ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა მოაწერეს.

 

ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტის შენობაში განთავსდება საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატი, სადაც სტუდენტები, ასევე ნორმატიული აქტების ბეჭდური ვერსიებით დაინტერესებული სხვა პირები, შეძლებენ საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ტექსტების შეძენას ხელმისაწვდომი პირობებით.

თარიღი: 14/09/2022