ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ მოაწერეს.