საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ კალანდაძის საჯარო ლექციები

9 და 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური განათლებისა და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობების მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ოსტფოლდის უნივერსიტეტის კოლეჯი, (ნორვეგია) თამარ კალანდაძის საჯარო ლექციები გაიმართება.

9 მაისი 13:00 სთ, I კორპუსი, 115 აუდიტორია -  ლექცია „ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარები და მათი კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან„

10 მაისი 17:00 სთ, I კორპუსი, 115 აუდიტორია -   ლექცია: „ღია მეცნიერება: რა, რატომ და როგორ?“

თამარ კალანდაძე  სპეციალური განათლების საფუძვლების მოდულის ხელმძღვანელია ოსტფოლდის უნივერსიტეტის კოლეჯში. მას მიჰყავს კურსები: ენისა და კომუნიკაციის სირთულეები, ნეიროგანვითარებითი დარღვევები, ენისა და კომუნიკაციის განვითარება და დარღვევები, კვლევის მეთოდები, კვლევის ხარისხი და ეთიკა.

მას ასევე მიჰყავს კურსები ოსლოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე: ინტელექტუალური დარღვევები, აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ხელმძღვანელობს სტუდენტების სამაგისტრო კვლევებს.

თამარ კალანდაძე არის 20-მდე პუბლიკაციის ავტორი პრესტიჟულ ჟურნალებში,  აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და თვითონაც ხელმძღვანელობს მნიშვნელოვან პროექტებს ენისა და კომუნიკაციის განვითარების დარღვევების, აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის საკითხებზე.

 

თარიღი: 24/04/2023