ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „ფეხოსანი“ Liga TSU-ს გამარჯვებულია!
„ფეხოსნებმა“ ფინალში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „სპორტული ჟურნალისტები“ 3:1 დაამარცხეს. მესამე ადგილი დაიკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა „ფრონტი“, რომელმაც ანგარიშით 6:1 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი „რეკორდმაისტერი“დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ჩემპიონატში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა. Liga TSU-ს გამარჯვებულებს თასი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გადასცა.