ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზურაბ ჭუმბურიძის 95 წლის იუბილე აღინიშნა.
ზურაბ ჭუმბურიძე თსუ პროფესორი, გამოჩენილი ქართველი ფილოლოგი, კრიტიკოსი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია.
ღონისძება ონლაინ ფორმატში წარიმართა და მას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ზურაბ ჭუმბურიძეს იუბილე მიულოცეს კოლეგებმა და პროფესორებმა.