საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ აბაშიძეს მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის საპატიო სიგელი გადაეცა

   

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ აბაშიძე  მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (მონტერეი, კალიფორნია) მიწვევით, აშშ-ში იმყოფებოდა. მიდლბერის ინსტიტუტი მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული ცენტრია საერთაშორისო ურთიერთობათა და განიარაღების საკითხების შესწავლის კუთხით.

 

 

     ვიზიტის განმავლობაში ზურაბ აბაშიძემ მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეოება რამდენიმე სემინარში, რომლებზეც განხილული იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხები და სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება. ღონისძიების მონაწილეთა და ორგანიზატორთა ინტერესი გამოიწვია საქართველოს პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ და მისმა წარმატებებმა ევროინტეგრაციის გზაზე.

 

 

     მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ  ზურაბ აბაშიძეს საპატიო სიგელი გადაეცა.   პროფესორი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში იმყოფებოდა. 

თარიღი: 13/12/2023