საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორქშოფი - წერის არქიტექტურა 2023

წერის არქიტექტურა 2023 იწყება. ტრადიციულად შემოქმედებითი ვორქშოფის მთავარი თემაა - როგორ შევქმნათ ამბავი. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" ფარგლებში ტარდება.


ვორქშოფი საშუალებას მოგცემთ ორი დღის განმავლობაში მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა თუ როგორ მოიფიქროთ და დახვეწოთ თქვენი მომავალი მოთხრობის იდეა, როგორ ააგოთ იდეის მიხედვით მოთხრობა კონკრეტული სტრუქტურით, როგორი შექმნათ თქვენი პერსონაჟი და დაწეროთ კარგი დიალოგი, როგორ განავითაროთ და დაასრულოთ ამბავი.
 

ვორქშოფზე თქვენ გაიცნობთ ცნობილ და თანამედროვე ავტორებს, შეძლებთ მათგან მიიღოთ უკუკავშირი თქვენი წერის სტილსა და იდეებზე.


წელს ვორქშოფის ტრენერები არიან: ანნა კორძაია - სამადაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, დავით გაბუნია, მარი ბექაური და ბექა ადამაშვილი. 

 

ვორქშოფი ჩატარდება 24-25 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ვორქშოფის დასრულების შემდეგ გამოცხადდება მინი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც ავტომატურად ლეგენდის ფინალისტების სიაში მოხვდება.


ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის, ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს. მონაწილეობისთვის შეავსეთ აღნიშნული აპლიკაცია. ვორქშოფისთვის შეირჩევა 10 მონაწილე.


აპლიკაციების მიღება - 17 ივნისის ჩათვლით.


ვორქშოფთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ნინო კალანდია - 577 211 312
მაკა სეხნიაშვილი - 577 57 18 16

თარიღი: 30/05/2023