საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორქშოფი - წერის არქიტექტურა 2022

წერის არქიტექტურა 2022 იწყება. წელს შემოქმედებითი ვორქშოფის მთავარი თემაა - როგორ შევქმნათ ამბავი. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" ფარგლებში ტარდება.


ვორქშოფი საშუალებას მოგცემთ ორი დღის განმავლობაში მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა თუ როგორ შექმნათ ამბავი, როგორ ააგოთ ის მარტივად, გახადოთ თქვენი თხრობა მოქნილი დროსა და სიივრცეში.


ვორქშოფზე თქვენ გაიცნობთ თანამედროვე ავტორებს და მათგან მიიღებთ უკუკავშირს თქვენი წერის სტილსა და იდეებზე.


წელს ვორქშოფის ტრენერები არიან: ანნა კორძაია - სამადაშვილი, რუსუდან რუხაძე, ზაალ ჩხეიძე და დიანა ანფიმიადი. ვორქშოფი ჩატარდება 4-5 ივნისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.


ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის, ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს.  მონაწილეობისთვის შეავსეთ აპლიკაცია. ვორქშოფისთვის შეირჩევა 10 მონაწილე.


აპლიკაციები მიიღება 29 მაისის ჩათვლით.
 

თარიღი: 18/05/2022