საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორქშოპი - როგორ გავხდეთ HR პროფესიონალი?!

აპირებთ კარიერა HR სფეროს დაუკავშიროთ? მაშინ არ უნდა გამოტოვოთ უფასო ვორქშოფი როგორ დავგეგმოთ ჩვენი HR კარიერა?!

 

ტრენერი მოგცემთ რჩევებს და HR-ის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის თქვენს კითხვებს უპასუხებს.

 

შეხვედრას ჩაატარებს თიკო ჯანაშვილი. Grenoble School of Management – ის მაგისტრი. Helmes Georgia – ს ადამიანური კაპიტალის მართვის მენეჯერი. 2011-2022 წლებში მუშაობდა Japan Tobacco International – ში People & Culture Business Partner – ის პოზიციაზე. ორივე კომპანია მრავალი წელია ტოპ დამსაქმებლის სტატუსს ფლობს.

 

დასასწრებად საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://forms.gle/okTgkdNJqRnXsS6k7

 

დასწრება თავისუფალია. წინა დღეს მიიღებთ ზუმის ლინკს, სადაც უნდა შემოხვიდეთ ვორქშოფის მოსასმენად.

 

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1683908592043552?ref=newsfeed  

 

რატომ HR მენეჯერის პროფესია?

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, HR მენეჯერებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, ასევე მზარდია ფასეულობა, რასაც ისინი ორგანიზაციისთვის ქმნიან, შესაბამისად იმატებს სახელფასო ანაზღურებაც.

HR მენეჯერის, როგორც HR ბიზნეს პარტნიორის როლი და ფუნქცია ორგანიზაციაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი Top მენეჯმენტთან ერთად ზრუნავენ ორგანიზაციის ზრდასა და წარმატებაზე და მის ყველაზე ფასეულ აქტივზე – ადამიანურ კაპიტალზე.

 

გელოდებით ვორქშოპზე!

 

მადლობა!

თარიღი: 22/02/2023