საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვირტუალური სასწავლო პლატფორმის (“Cyberpatient”) წარდგენა

უახლოეს პერიოდში საქართველოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის უნივერსიტეტის (University of British Columbia) ქირურგიის ფაკულტეტის პროფესორის, მედიცინის დოქტორის, კარიმ ქაიუმი ეწვევა (Dr. Karim Qayumi - https://surgery.med.ubc.ca/people/kqayumi/). ვიზიტის ფარგლებში კარიმ ქაიუმი, სამედიცინო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ინოვაციური, ვირტუალური სასწავლო პლატფორმის (“Cyberpatient” - https://cyberpatient.ca/) წარდგენას გეგმავს.

 

ქაიუმი მზადაა, საქართველოში ჩამოსვლამდე, ორგანიზება გაუკეთოს ვირტუალურ შეხვედრას ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით, რათა უფრო დეტალურად წარადგინოს თანამშრომლობის გეგმა და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, ამომწურავი პასუხები გასცეს დაინტერესებულ მხარეებს. დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1, დანართი 2, დანართი 3დანართი 4. 

თარიღი: 18/05/2023