საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიზიტი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტს ეწვია.

ვიზიტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში განხორციელდა.

თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა იენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იენის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მოწყობის საკითხები განიხილეს, ადმინისტრაციული მართვის გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.


თარიღი: 01/11/2019