საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვებინარი - მასწავლებელთა რეფლექსიის ინსტრუმენტი

2022 წლის 17 თებერვალს ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტი ატარებს ვებინარს, რომლის მიზანია მასწავლებელთა რეფლექსიის ინსტრუმენტის გაცნობა. აღნიშნული ინსტრუმენტი შემუშავდა ევროსაბჭოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სახელმძღვანელო ჩარჩო დოკუმენტის ბაზაზე.

 

  • თუ თქვენ სკოლაში აწყდებით ბულინგთან, სტერეოტიპებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს;
  • თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი მოსწავლეები უფრო თანამშრომლობდნენ და ნაკლებად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს;
  • თუ ფიქრობთ, რომ ყოველთვის ვერ აწვდენთ ხმას თქვენ მოსწავლეებს გაკვეთილებზე ურთიერთობისას;

ამ სირთულეების გადაჭრის გზაზე, მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტი კარგ მეგზურობას გაუწევს მათ, ვისთვისაც ეს კითხვები ნაცნობია.


აღნიშნული ვებინარი ჩატარდება 2022 წლის 17 თებერვალს, ევროპის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე. ვებინარზე პრეზენტაციების სახით მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტის შემუშავება; რა არის ამ ინსტრუმენტის ძირითადი მახასიათებლები და როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.


ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე, ევროსაბჭოს ონლაინ პლატფორმის Blue Jeans Events-ის მეშვეობით. ვებინარზე მონაწილეობისათვის, საჭიროა ონლაინ ბმულზე დარეგისტრირება.

 

ვებინარის დღის წესრიგი.

თარიღი: 10/02/2022