საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვარშავის ევროპის კოლეჯის ვირტუალური ღია კარის დღე თსუ-ს სტუდენტებისათვის

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, 14:00 საათზე ვარშავის ევროპის კოლეჯის (პოლონეთი) წარმომადგენლები Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით მოაწყობენ მათი კოლეჯის და საწავლო პროგრამების პრეზენტაციას სპეციალურად თსუ-ის სტუდენტებისათვის!

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს (Password: Natolin).

 

გარდა ამისა,  20 ნოემბერს ვარშავის ევროპის კოლეჯის მიერ დაგეგმილია ღია კარის დღის ვირტუალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სტუდენტს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

„ევროპის კოლეჯი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი უმაღლესი სასწავლებელია ევროპაში, რომელსაც დღიდან მისი დაარსებისა, მიზნად აქვს დასახული, საერთო ევროპული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულებების მატარებელი ახალი ევროპული თაობების აღზრდა. თავდაპირველად იგი 1949 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში დაარსდა. 1992 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესისთვის მოსამზადებლად, უნივერსიტეტის ფილიალი ვარშავაშიც გაიხსნა. ევროპის კოლეჯში 50 ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, რომელთა დიდი ნაწილი ევროკავშირის ინსტიტუტების მოხელეები, პოლიტიკოსები და ლიდერები ხდებიან.

თარიღი: 13/11/2020