საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვარლამ ჩერქეზიშვილი -ციფრული ვერსიების გამოფენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენას უმასპინძლა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1860-1925 წლებში ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, მის მიერ უცხოეთში გამოქვეყნებული შრომების ფოტოილუსტრაცია. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით და საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გამოცემული ვარლამ ჩერქეზიშვილის საფოსტო მარკის პრეზენტაცია, რომელიც ჩერქეზიშვილის 175 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს ფოსტის დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საფოსტო მარკა თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძეს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საჩუქრად გადასცა.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პროფესორი, მეცნიერი და მკვლევარი გოჩა ფერაძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მკვლევარს, თსუ პროფესორს გოჩა ფერაძეს ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გასულ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლის იუბილე აღინიშნა. მკვლევარმა გოჩა ფერაძემ თსუ მუზეუმს ვარლამ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებული რამდენიმე ექსპონატი გადასცა.

თარიღი: 22/09/2022