გინდა გაიგო, როგორია 21-ე საუკუნის ინოვაციური ტრენდები? და დააჩქარო შენი იდეის სვლა კომერციალიზაციისკენ? მაშინ, სწორ ადგილას მოხვდი.
ამ ყველაფერზე Eileen Brewer გესაუბრებათ, რომელიც, სპეციალურად თქვენთვის გვეწვია ამერიკიდან. აილინი 25 წელია Sillicon Valley-ის ტექ. ინდუსტრიაში მოღვაწეობს, და 6 წელზე მეტია ახორციელებს Angel Investment-ს. შექმნილი აქვს პირველი სტარტაპ ტექ. აქსელერატორები ერაყში, სადაც სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციები 2 წლის განმავლობაში 2-დან 14 მილიონამდე გაიზარდა.
ეილინის შესახებ ინფორმაციას, მისი კარიერის დეტალებს იხილავთ მის Linkedin-ზე: https://www.linkedin.com/in/eileenbrewer/
არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, იმუშავე აილინთან ერთად საკუთარი იდეის განვითარებაზე, მიიღე პირდაპირი რჩევები მისგან და გაზარდე შენი საერთაშორისო კონტაქტების ქსელი: დაესწარი საჯარო ლექციას ან/და მიიღე მონაწილეობა მის 4-დღიან ვორქშოპში.
საჯარო ლექცია ჩატარდება 21 ნოემბერს, 12:00-14:00 საათებში, თსუ-ის პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში. (ი. ჭავჭავაძის #1)
რეგისტარციის ფორმა.
22-26 ნოემბერს კი, ეილინი ჩაატარებს 4-დღიან ვორქშოპ პროგრამას, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: იდეების გენერირება, design thinking, მომხმარებლის აღმოჩენა და შესწავლა, Lean canvas, Pivoting, ბაზრის კვლევა და სტრატეგია, Pitch და Pitch deck შექმნის მეთოდოლოგიები.
სარეგისტრაციოდ იხილეთ ბმული.
მისამართი: თსუ-ის პირველ კორპუსი
ვორქშოპის პროგრამის დღის წესრიგის გასაცნობად, იხილეთ ბმული.
* სამუშაო ენა: ინგლისური