საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესპანეთის ელჩის ვიზიტი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ესპანეთის საქმეთა რწმუნებულს მარკოს გრანადოს გომესს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს თსუ-სა და ესპანეთის უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და მისი გაფართოების გზებზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალმხრივი კავშირები აქვს ესპანეთის კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ჰუმანიტარული, სოციალურ და პოლიტიკური,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ესპანური და ბასკური ენების სწავლების გაღრმავებასა და გალიციური ენის სწავლების შემოღებას. 

შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ, ასევე, ისაუბრა კომპოსტელას უნივერსიტეტების ჯგუფში თსუ-ს წევრობაზე, რაც თანამშრომლმობის კუთხით მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია და აფართოებს თსუ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. თსუ კომპოსტელას ჯგუფში 2021 წლის სექტემბერში მიიღეს.

თარიღი: 15/09/2022