საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი „ცხოვრება ორაზროვან დანაკარგთან ერთად“

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით, აცხადებს ესეების კონკურსს ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, სამართლისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, თემაზე: - "ცხოვრება ორაზროვან დანაკარგთან ერთად".

კონკურსი ტარდება შემდეგ უნივერსიტეტებში:
1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
3.საქართველოს უნივერსიტეტი
4.საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. 

კონკურის პირობები:
საკონკურსო ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1.რამდენად ესმის ავტორს ორაზროვანი დანაკარგის ცნება;
2.როგორ წარმოუდგენია ავტორს ცხოვრება ორაზროვან დანაკარგთან ერთად;
3.გვთავაზობს თუ არა ავტორი საკითხის გადაჭრის გზას;
4.ფლობს თუ არა ავტორი წერის კულტურას.

საკონკურსო ნამუშევრები შესრულებული უნდა იყოს Word–ის ფორმატში, ფონტი – Sylfaen, ფონტის ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება – 1.5. მოცულობა – არაუმეტეს 1000 სიტყვისა. 

10 საუკეთესო ავტორს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან გადაეცემა სერტიფიკატი კონკურსში მონაწილეობის  შესახებ, ხოლო ნამუშევრები ქართულ და ინგლისურ  ენებზე დაიბეჭდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ  მომზადებულ პუბლიკაციაში. გამარჯვებული 4 ავტორი დამატებით დაჯილდოვდება სასაჩუქრე ვაუჩერებით.

კონკურსის თემისა და პირობების განსახილველად, სტუდენტებისთვის გაიმართება ორი საინფორმაციო შეხვედრა:

1. 11 მაისი, 17:00–18:30 სთ, საქართველოს უნივერსიტეტი მისამართი: მ.კოსტავას #77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი (მე-5 სართული, აუდიტორია #519) 
2. 15 მაისი, 19:00–20:30 სთ, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #11, თსუ-ს მე-3 კორპუსი, აუდიტორია #025. საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 15 მაისიდან შემდეგ ელ.ფოსტაზე:malkhazishvili@icrc.org, თემის გრაფაში მიუთითეთ – „ესეების კონკურსი“. ნამუშევრების მიღება შეწყდება 2018 წლის 15 ივნისს, 23:59 სთ-ზე.    

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მაია ალხაზიშვილი, წჯსკ პროგრამის ხელმძღვანელი Tel: 591 601 721
თამარ მახარაძე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი Tel: 599 71 43 05
თარიღი: 08/05/2018