საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის - 2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მართავს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.


კონკურსის თემატიკა:

  • ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი;
  • ჩემი საყვარელი პერსონაჟი;
  • ჩემი საყვარელი მწერალი;


კონკურსის ეტაპები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 15 სექტემბერი;
ნაშრომების მიღება: 15 სექტემბერი -25 ოქტომბერი;
გამარჯვებულების გამოვლენა - 31 ოქტომბერი;


ორ საუკეთესო ესეს გამოავლენს ჟიური; მესამე საუკეთესო ესეს ავტორი იქნება - ბიბლიოთეკის რჩეული; გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები; თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა აირჩიონ ჩამოთვლილი სამი თემიდან ერთი და საკონკურსო ნაშრომს, თან უნდა დაურთონ განაცხადის ფორმა:

  • მომხსენებლის სახელი და გვარი;
  • პედაგოგის სახელი და გვარი;
  • სკოლა;
  • მისამართი;
  • ტელეფონი (მობილური);
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;


ესეს გაფორმების წესი:

  • ფურცლის ზომა: A4;
  • შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
  • შრიფტის ზომა: 12;
  • გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ;
     

ესეები უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: library@tsu.ge

 

თარიღი: 15/09/2022