საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეროვნული შეჯიბრი სტუდენტებისთვის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“

გაცნობებთ, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭოს „სასამართლოს მხარდაჭერის პროგრამის“ ხელშეწყობით, იწყებს ეროვნულ შეჯიბრს სტუდენტებისთვის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“.

შეჯიბრის მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების გაზრდა, სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის/სკოლის მე-3 და მე-4 კურსის, ან/და მაგისტრატურის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ 3 წევრიან გუნდს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური გეგმავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან.  

ღონისძიება გაიმართება 4 ნოემბერს, თსუ I კორპუსი, 06 აუდიტორია. დასაწყისი - 12:00 საათზე.

თარიღი: 27/10/2021