საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერაზმუს+ და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ჩამოსული 35 უცხოელი სტუდენტი თსუ-ში ისწავლის

13 ქვეყნის წარმომადგენელი  35 სტუდენტი მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის.


სტუდენტები ოცი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან არიან და რამდენიმე მიმართულებით მათთვის საინტერესო ლექციებსა და სემინარებს დაესწრებიან.


ერაზმუს+ და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ჩამოსულ სტუდენტებს უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და თსუ პროფესორები შეხვდნენ.



საორიენტაციო შეხვედრაზე უცხოელმა სტუდენტებმა მათთვის სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე დასვეს კითხვები, მათ შორის სწავლის პროცესთან დაკავშირებით.  სტუდენტებს ასევე, საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ პროფესორებს და გაცნობოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სხვადასხვა ინგლისურენოვან აკადემიური პროგრამებსა და კურსებს.
 

თარიღი: 01/03/2023