საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებული ტრენინგები თსუ პროფესორებითვის

COVID 19-ის პანდემიის გამო ელექტრონულ სწავლებაზე სრულადგადასვლის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსთან თანამშრომლობით თსუ აკადემიური პერსონალისთვის კიდევ ერთი ტრენინგი გამართა. ელექტრონულ სწავლებაში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა; სილაბუსის მოდიფიცირება ონლაინ კურსისთვის; სტუდენტებთან კონტაქტი და კომუნიკაცია; Zoom -ის გამოყენება სწავლების პროცესში; ონლაინ გამოცდების ჩატარების საშუალებები - ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო განხილული ტრენინგზე.

შექმნილი სიტუაციის დროს სასწავლო პროცესის უკეთ მართვის გამო, მარტის ბოლოს, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმასტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამოკითხვა ჩაატარა. სწორედ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდა აკადემიური პერსონალის სურვილის გათვალისწინება და ელექტრონული სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა. ელექტრონული სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, სწავლებისა და შეფასების მეთოდების სწორად შერჩევასა და გამოყენებაში აკადემიური პერსონალისთვის ხელის შესაწყობად, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პროფესორებს შესთავაზა შემდეგი ტრენინგები: დავალების შექმნა MOODLE-ის პლატფორმაზე; ტესტების შექმნა MOODLE--ის პლატფორმაზე; ტესტის შექმნის მეთოდოლოგია; სტუდენტთა შეფასების მეთოდები; შეფასების რუბრიკების შექმნა; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება; თვითშეფასების ანგარიშის მომზადება. ტრენინგებზე 350-მდე მსურველი დარეგისტრირდა. თსუ ხარისხის სამსახურიაკადემიურ პერსონალს ტრენინგებს განმეორებით შესთავაზებს.

ამასთან, კვლავ გრძელდება მოლაპარაკებები უცხოელ კოლეგებთან. მოლაპარაკებების თანახმად, მაისის მეორე ნახევარში,აკადემიური პერსონალისთვის თსუკიდევ სამი ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით.

თარიღი: 09/05/2020