საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროექტების პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მომზადებული მიზნობრივი სaმეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

 

წარმოდგენილ პროექტებს შორის იყო: „თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ადამიანისეული კაპიტალის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი. 2. „ბიზნესის ფინანსური შედეგების პროგნოზირების მანქანური სწავლების პროგრამული სისტემის შემუშავება“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი. 3. „საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან კოორდინირებული ენერგეტიკული ჰაბის პოლიტიკის ფორმირება და მისი განხორციელების პერსპექტივები“ - ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი. 4. „დისპეტჩერული მართვისა და კონტროლის ავტომატიზებული სისტემის (SCADA) სრულყოფის გზები ელექტროენერგეტიკაში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე 5. „ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ფირმებში: გამოწვევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის“ - ხელმძღვანელი პროფესორი ეთერი ხარაიშვილი. 6. „ლიდერის ქცევის გავლენა მიმდევრების მოტივაციასა და ქცევაზე“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე 7. „პოსტკრიზისული რეაბილიტაციის ეკონომიკური სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მარინა ტაბატაძე 8. „დისკრიმინაციის ფორმები კარიერის მართვის პროცესში და ქართული სტერეოტიპები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი 9. „საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე პრიორიტეტები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.

თარიღი: 16/12/2023