საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის HISTOLAB Fellowship-თვის განაცხადების მიღება

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო HISTOLAB Fellowship-თვის განაცხადების მიღება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციას ისტორიის სწავლებაში ევროსაბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად (https://www.coe-histolab.eu/activities/histolab-fellowship). HISTOLAB Fellowship მიზნად ისახავს კვლევისა და ისტორიის სწავლებაში ინოვაციებთან დაკავშირებული აკადემიური სტატიების შექმნის თანადაფინანსებას.

HISTOLAB Fellowship პროგრამა მოიცავს ოთხი კვლევითი გრანტის დაფინანსებას 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში. კვლევის ანგარიში დასრულებული უნდა იყოს 2024 წლის 29 თებერვალს. თითოეული შერჩეული HISTOLAB სტიპენდიანტი ისარგებლებს ფინანსური გრანტით, მაქსიმუმ 7 000 ევრო, კვლევისთვის და აკადემიური სტატიის წარმოებისთვის, რომელიც გამოქვეყნდება HISTOLAB-ისა და მისი პარტნიორების მიერ რედაქტირებულ აკადემიურ პუბლიკაციაში. ის ასევე მოიცავს, სურვილისამებრ, კვლევით ვიზიტს ლაიბნიცის საგანმანათლებლო მედიის ინსტიტუტში / გეორგ ეკერტის ინსტიტუტში. აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ასევე, ისტორიის სწავლებაში ჩართულ პირებს. განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 2023 წლის 14 მაისისა

დამატებითი ინფორმაციის თვის იხილეთ: დანართი 1, დანართი 2, დანართი 3

თარიღი: 01/05/2023