საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის (JRC) საზაფხულო სკოლა

 ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) 5-დღიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საშუალებას იძლევა (Decommissioning Summer School (DSS).  საზაფხულო სკოლა 10-14 ივლისს, იტალიის ქალაქ ისპრაში გაიმართება. 

 

უნიკალური პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგი ასევე გულისხმობს ბირთვული დანადგარების ვიზიტებს და ილუსტრაციულ შესწავლას. კურსი გათვლილია სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს სწავლის პირველი ეტაპი ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რომელთაც სურთ თავიანთი სასწავლო გეგმის გამდიდრება არდადეგების პერიოდში. უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობენ პროფესიულ, ანაზღურებად სამსახურებში. სტუდენტებისთვის მონაწილეობა უფასოა. JRC ფარავს კურსის საფასურს და საცხოვრებელ ხარჯებს. რაც შეეხება მგზავრობის ხარჯებს, შესაძლოა ნაწილობრივ ანაზღაურდეს ევროკავშირის ENEN2plus პროექტის საშუალებით.

 

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (https://jointresearch-centre.ec.europa.eu/events/13th-edition-summer-school-nuclear-decommissioning-andwaste-management-2023-07-10_en), რომელიც უნდა გააგზავნონ სტუდენტურ ბარათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: JRC-DSS@ec.europa.eu განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 2023 წლის 30 აპრილი, 23:59 CEST.

თარიღი: 02/03/2023