საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკავშირის კონფერენცია „Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020“

26 ნოემბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის კონფერენცია "Making the most of Georgias Association to Horizon 2020" გაიმართება. 
ღონისძიება ორგანიზებულია ევროკომისიის, კვლევისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატისა (DG RTD)  და კომისიის განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატის (DG EAC) მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
კონფერენცია მიზნად ისახავს შეაჯამოს საქართველოს მონაწილეობა H2020-ში 2016 წელს მასში გაერთიანებიდან მოყოლებული, ამავდროულად, მოიძიოს გზები და შესთავაზოს პრაქტიკული რჩევები ქართველი მონაწილეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების წარმატების დონის გასაუმჯობესებლად. ინტერაქტიული ღონისძიება უზრუნველყოფს ინფორმაციასა და სამუშაო სესიებს უპირატესობის გავრცელებისა და ჩართულობის გაფართოების შესახებ, ევროკავშირის ინოვაციების საბჭოს  გზამკვლევზე.  მისი შუადღის სესია ეძღვნება  მარი სკლოდოვსკა-კიურის მოქმედებებს (MSCA) პრაქტიკული ტრენინგით თემაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ უკეთ მომავალში MSCA მოწოდებები.
საქართველო "ჰორიზონტ 2020"-ში 2016 წელს გაერთიანდა. საქართველო ყველაზე აქტიური მონაწილეა "ჰორიზონტი 2020"-ის პროექტებში კავკასიის ქვეყნებს(სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) შორის, თუმცა ჩამორჩება უკრაინას, მოლდოვასა და ბელორუსიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) მასშტაბით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 107.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი
თარიღი: 22/11/2019