აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი 2023 წლის 2 სექტემბერს მართავს დოქტორანტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში და წარმოადგინონ უახლესი კვლევები სხვადასხვა დარგში.
რეგისტრაციის გავლისა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 15 აგვისტო, 2023
დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://eeu.edu.ge/portfolio/doctoral-conference/?lang=en