eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი


 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით 21 დეკემბერს, 13:00-17:00 საათზე, I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი.


ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე პროფილური დამსაქმებელი და ასევე გაიმართება საინფორმაციო სესიები კარიერული განვითარების მიმართულებით. დამსაქმებლებისა და სესიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კატალოგში: shorturl.at/fuwzS  

ფორუმზე დასწრება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს და კურსდამთავრებულს

https://www.facebook.com/careerTSU

 

 

თარიღი: 15/12/2022