ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის ხსოვნას მიეძღვნა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგთა კლუბი.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია დავით წერედიანისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც სტუდენტებსა და სტუმრებს მის შემოქმედებასა და მემკვიდრეობას აცნობს.