ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით პროფ. გურამ გრიგოლიას სამეცნიერო მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა საინსტიტუტო სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი და პროფესორები მიესალმნენ. სესიებზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა არქეოლოგთა გამოკვლევებ და მათი საანგარიშო მოხსენებებიც.