საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრუშევსკის სახელობის 41-ე საშუალო სკოლის მოსწავლეები თსუ-ში

26 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტს  თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის # 41 საშუალო სკოლის ქართველი და უკრაინელი მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ.

რუსთაველის ეროვნული ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი  გრანტის SPG-23-527 -ის ფარგლებში   მორიგი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში, სახალისო ლექციაში და სხვადასხვა აქტივობებში. ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების დროს    გამოიყენებული იქნა  ყველა ბავშვისათვის ნაცნობი საგნები, მასალები, პროდუქტები, რაც უადვილებს ამ ასაკის ბავშვებს ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას და მიუხედავად ქიმიის არსის ჯერ არ ცოდნისა, პრაქტიკული მაგალითებით აჩვევს  სხვადასხვა მოვლენის მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან კავშირს. მოსწავლეებში ამ ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია.    

თარიღი: 26/04/2024