საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გისენის უნივერსიტეტის ვირტუალური საზაფხულო სკოლა 2021

იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია) თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს 2021 წლის საზაფხულო სკოლაში „Improve your next conference – advanced training for digital presentations and conferences”

მონაწილეობას, რომლის ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება დაგეგმილია 2021 წლის 29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე.

 

აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი მიმართულების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს: გეოგრაფია, ბიოლოგია, გარემოს დაცვა, აგრარული მეცნიერებები*.

 

*გამონაკლისის სახით დაიშვებიან ასევე ზემოთმოხსენიებული მიმართულებების თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის ის სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ საფეხურზე სწავლების საწყის ეტაპზე არიან და მათ მიერ მაგისტრის ხარისხის მოპოვებიდან არ არის გასული 2 წელიწადზე მეტი.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 აგვისტო

 

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილოთ: დანართი 1, დანართი 2. 

თარიღი: 27/07/2021