ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტიის ორგანიზებით თსუ-ში 29-30 ნოემბერს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „შუა საუკუნეების ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ“ გაიმართა.
ღონისძიება ისტორიკოს, პროფესორ გიორგი ოთხმეზურის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გიორგი ოთხმეზურის შრომების მესამე ტომის პრეზენტაცია და ასევე მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.