საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის საელჩოსა და გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) წარმომადგენლები  ეწვივნენ. გერმანიის ელჩის მოადგილეს ტანია ჰუტსა და DAAD-ის ამიერკავკასიის რეგიონის დირექტორს კაი ეცჰოლდს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო გერმანული საგანმანათლებლო ფონდების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებს, გერმანული ენის სწავლების გაძლიერებას, გერმანიის საელჩოს მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების თანაორგანიზატორობასა და მასპინძლობას თსუ-ს მიერ.

რექტორმა სტუმრებს გააცნო თსუ-სა და გერმანულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს შორის მიმდინარე პროექტები.

შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

თარიღი: 05/08/2021