საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განათლების საერთაშორისო გამოფენა

 7 აპრილს, ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (მისამართი: 26 მაისის ქუჩა #1). გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები და საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: • სტიპენდიები • კვლევითი გრანტები • საზაფხულო სკოლები • პროფესიული სწავლება • სტაჟირება • საბაკალავრო პროგრამები • სამაგისტრო პროგრამები • სადოქტორო პროგრამები • მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. გამოფენაზე დასწრება უფასოა!

გამოფენაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.  განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge) ჩატარების თარიღი და დრო: 2024 წლის 7 აპრილი; 12:00-დან 17:00-საათამდე. Facebook ღონისძიება იხილეთ აქ.  დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელ. ფოსტაზე: ir@edu-guide.ge

თარიღი: 02/04/2024