საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.

 

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2022 წლის 4 ოქტომბრის №25 სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2023 სასწავლო წელს სტუდენტთა დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, 2022 წლის 7 დეკემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №2042 განკარგულება, ხოლო მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №1438003 ბრძანების საფუძველზე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია აღნიშნული სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge  2022 წლის 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov. ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება". გთხოვთ, უზრუნველყოთ სტუდენტებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონული განცხადებების განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება დეკემბრის ბოლომდე. 

თარიღი: 15/11/2022