საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოფენა "ეთნოლოგი ქალები საქართველოში”

"ეთნოლოგი ქალები საქართველოში” – ამ სახელწოდებით თსუ-ში გამოფენა გაიხსნა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის, ეთნოლოგია - ანთროპოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

 გამოფენაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა, რომელმაც ქართველი ეთნოლოგი ქალების უმნიშვნელოვანეს ღვაწლსა და მათი ნამუშევრების გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 ექსპოზიციაზე იმ მეცნიერ ქალთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეთნოლოგიის განვითარების საქმეში.

თარიღი: 26/04/2023