საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟირების კურსი - ,,პრაქტიკული ჟურნალისტიკა“ - გაიარეს თსუ-ს სტუდენტებმა: ანი მამისაშვილმა, ია ნადირაშვილმა, ნატა ჩობანიძემ, მარიამ ხაზალიამ, თორნიკე ელაშვილმა, ნინო ჯანჯალაშვილმა, ანი როსტიაშვილმა, მარიამ ბალხამიშვილმა და მარიამ გაფრინდაშვილმა.

 

ღონისძიებას თსუ-ს ვიცე-რექტორი კახაბერ ჭეიშვილი,  კანცლერი ლაშა საღინაძე,  სალომე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი სალომე დუნდუა, ამევა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა შამილიშვილი, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თარიღი: 25/12/2023