საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის და მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის (https://uniba.sk/en/) მიერ შემოთვაზებული სტიპენდიების მოსაპოვებლად.

მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.


სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, საერთო საცხოვრებელი, ყოველთვიური სტიპენდია 220 ევრო.

ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სასწავლო მიმართულებები და კურსები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საკონკურსო განაცხადის გაკეთებამდე აუცილებლად გაირეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი) კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების თქვენ სასწავლო პროგრამასთან თავსებადობის შესახებ.

კონკურსზე დაშვების  წინაპირობა და შესარჩევი პროცესი:
-ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (მოქმედი TOEFL ან IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი).
-თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი; გამსვლელი ქულა:71)
-დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
-გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
-გასაუბრების ზუსტ თარიღს და დროს გაცნობებთ სააპლიკაციო დოკუმენტების ჩაბარების ვადის დასრულების შემდეგ (გასაუბრების ჩატარების სავარაუდო თარიღია 2018 წლის 19 აპრილი).

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2018 წლის 12 აპრილის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე:exchange@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

-პასპორტის ასლი
-CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე)
-ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით)
-მოტივაციის წერილი ხელმოწერილი სტუდენტის მიერ (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 3 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 204) ა/წ 12 აპრილის  16:00 საათამდე )
-ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, რეკომენდატორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
-უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგები ინახება თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში, შესაბამისად, მისი ჩაბარების დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა არ არის საჭირო).

გაითვალისწინეთ:

-ელექტრონული შეტყობინების სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA)
-ელექტრონულ  ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სასწავლო სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი

დამატებითი ინფორმაცია:

-გასაუბრების პერიოდში (სავარაუდო თარიღი 2018 წლის 19 აპრილი) საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის გაგზავნის დროს უნდა მიუთითონ სკაიპის საკონტაქტო დეტალები.
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობის,  სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები.
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: 2 25 02 12

შენიშვნა:
-დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!
-არასრულყოფილი სააპლიკაციო დოკუმენტები არ განიხილება!
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!



თარიღი: 30/03/2018