საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბერძნული ენის ცენტრი (ΚΕΓ) აცხადებს რეგისტრაციას ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის

ბერძნული ენის ცენტრი (ΚΕΓ) აცხადებს  რეგისტრაციას ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის.  გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 18-20 მაისს.  დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა ამა წლის  21 მარტი, 15:00 საათი
https://www.greek-language.gr/certification/application/index.html

დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაც გამოცდის ჩაბარება თბილისის საგამოცდო ცენტრში (თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი) სურთ, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ საგამოცდო ცენტრს და დაფარონ გამოცდის საფასური (A1, A2, B1 დონეები - 65 ევრო; B2, Γ1, Γ2 - 73 ევრო).
ტელ.: 593 49 00 18
გამოცდები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, #13. თსუ VIII კორპუსი, II სართული, 220-ე აუდიტორია.

თარიღი: 31/01/2021