საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბასკური კულტურის დღეები

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტისა და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის (ესპანური ენისა და ლიტერატურის მიმართულება) ორგანიზებით გაიმართება ბასკური კულტურის დღეები (16, 23, 24 დეკემბერი).

 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობა. 16 დეკემბერს გაიმართება საჯარო ლექცია, თანამედროვე ბასკური ფილმის ჩვენება, სტუდენტური ღონისძიება – „ვკითხულობთ მიგელ დე უნამუნოს“ და გამოვლინდება ესეების კონკურსის – „ბასკეთი სტუდენტის თვალით“ გამარჯვეული.

 

ღონისძიების გახსნა: 16 დეკემბერი, 11:00-17:30

მისამართი: თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი #1).

11:15-12:15

მარტინ არტოლა – ცნობილი ბასკი მწერალი ბერნარდო აჩაგა: შემოქმედების ძირითადი ტენდენციები

12:15-13:00

ირინა ნოზაძე – ქართულ-ბასკური ურთიერთობების ისტორიისთვის (მცირე ექსკურსი)

13:30-15:30

ბასკური ფილმის ჩვენება

16:00-16:30

ესეების კონკურსში – „ბასკეთი სტუდენტის თვალით“ – გამარჯვებული კონკურსანტის დაჯილდოება

16:30-17:30

სტუდენტური ღონისძიება – „ვკითხულობთ მიგელ დე უნამუნოს“

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, ესპანური

თარიღი: 15/12/2022