საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

30 ივლისს, 19.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართება სპორტის სასახლეში (ე.წ. ძველი სპორტის სასახლე, 26 მაისის მოედანი 1).

თსუ ყველაფერს აკეთებს რათა კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება იყოს მართლაც დაუვიწყარი თითოეული თქვენგანისთვის. იმისათვის, რომ ღონისძიება გაიმართოს ორგანიზებულად და წინასწარ დაგეგმილი სიუჟეტით, აუცილებელია თქვენი გულისხმიერი მხარდაჭერა. ამიტომ, გთხოვთ, სპორტის სასახლეში მობრძანდეთ 2 საათით ადრე - 17.00 საათზე.

კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიებისთვის მანტიები გაიცემა ფაკულტეტებზე:
26 ივლისს (09.00-18.00 სთ),
29 ივლისს (09.00-18.00 სთ),
30 ივლისს (09.00-16.00 სთ)

· ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - II კორპ. #158
· იურიდიული ფაკულტეტი - II კორპ. #217
· ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - I კორპ.  #203
· სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპ. #208
· ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპ. #107
· ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - X (მაღლივი) კორპ. #204
· მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიის ინსტიტუტი #324

თარიღი: 24/07/2019